პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანის დღე რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს მიულოცა

აჭარის მთავრობავეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ვეტერანის დღის ფარგლებში რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა და განაცხადა, რომ აჭარაში 4 000-ზე მეტი ვეტერანია რეგისტრირებული, მათი კეთილდღეობა და ღირსეული პირობების შექმნა კი ხელისუფლების პრიორიტეტია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანის დღე რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს მიულოცა
იმედინიუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის ღირსეული პირობების შექმნა და ამ მხრივ სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია.

„ჩვენს ძვირფას და ღირსეულ, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს ვულოცავ ვეტერანის დღეს! ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს სიძლიერე კი განისაზღვრება იმით, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომაც ვეტერანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია!“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში 4 000-ზე მეტი ვეტერანია რეგისტრირებული, რომელთა სიმამაცე, სიმტკიცე და სამშობლოს სიყვარული მომავალი თაობებისთვის მკაფიო მაგალითია; ძლიერი საქართველოს მშენებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი კურსით აღდგენის გზაზე კი საზოგადოების ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანებისა და სტუდენტების მონაწილეობით სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

საქართველოში ვეტერანის დღე 17 ოქტომბერს აღინიშნება. დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ვეტერანების წვლილის დაფასებას, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგებასა და თაობებს შორის კავშირის განმტკიცებას ემსახურება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი შოთა ყიფიანი, ბსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და რეგიონში მცხოვრები ვეტერანები.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ პატარაძე, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, განათლებისა და სპორტის მინისტრთან ერთად, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები