ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ზამთრის სეზონისთვის მზადება განიხილეს. უწყების მონაცემებით, აჭარაში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდაიმედინიუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის მთავრობის წევრებთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დარგის მიმდინარე მაჩვენებლები და შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აქტიურად გაგრძელდება სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებას.

„ტურიზმის განვითარება ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ბათუმი და მთლიანად აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება იყოს. ამისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება, სამთო-სათხილამურო, კულტურული და საქმიანი ტურიზმის განვითარება“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე. განიხილეს მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის საკითხები საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ დარგში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე მონაცემებით, აჭარაში ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, ისე ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაგეგმილია არაერთი ფესტივალის და ღონისძიებების გამართვა, რაც ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს. კურორტ გოდერძიზე მიმდინარეობს ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მზადება და დაგეგმილია ზამთრის ფესტივალი. წლის ბოლოს გაიმართება ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია „მაგნოლია“, რომელზეც წლის საუკეთესო ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები გამოვლინდებიან.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერები, ასევე განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტურიზმის განვითარება ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ბათუმი და მთლიანად აჭარა ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულება იყოს. ამისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება, სამთო-სათხილამურო, კულტურული და საქმიანი ტურიზმის განვითარება“
ზურაბ პატარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები