პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აუკრძალა

ესტონეთმა ქვეყნის ტერიტორიის გავლით რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი სრულად აკრძალა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგიუს ცაჰკნას განცხადებით, ქვეყანა აგრესორს ომის დაფინანსებაში არ დაეხმარება.

ესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აუკრძალა
ფორმულა

ესტონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიის გავლით რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი სრულად აიკრძალა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგიუს ცაჰკნამ განაცხადა.

დიპლომატის თქმით, რუსეთი აქტიურად ესხმის თავს უკრაინულ პორტებს და ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, პარალელურად კი საკუთარი პროდუქციისთვის ახალ საექსპორტო მარშრუტებს ეძებს. ცაჰკნამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთი აგრესორ ქვეყანას ასეთ შესაძლებლობას არ მისცემს.

„ესტონეთი არ დაეხმარება რუსეთს ომის დაფინანსებაში ან მისთვის აგრესიის წარმოების გაადვილებაში,“ — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გეგმების შეუდგენლობაზე მან პარტნიორები ჯერ კიდევ სექტემბერში გააფრთხილა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციურიესტონეთმა რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა
  2. ტაბულაოპოზიციურიესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიესტონეთმა აკრძალა თავის ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბალტიის ქვეყნები EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები