ესტონეთმა აკრძალა თავის ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი
ესტონეთმა თავის ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესტონეთი რუსეთს აგრესიის წარმოებასა და ომის დაფინანსებაში არ დაეხმარება.

„რუსეთი თავს ესხმის უკრაინის პორტებს, ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს, ხოლო შემდეგ ახალ მარშრუტებს ეძებს თავისი მარცვლეულისთვის. ესტონეთი ასეთ მარშრუტებს არ გამოუყოფს“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, ჯერ კიდევ სექტემბერში გამოთქვამდა გაფრთხილებას, რომ არავის შეედგინა გეგმები ესტონეთის გავლით რუსეთის მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე. ცაჰკნამ დასძინა, რომ ესტონეთი არ დაეხმარება რუსეთს „ომის დაფინანსებაში ან მისთვის აგრესიის წარმოების გაადვილებაში“.
2024 წელს ევროკავშირმა დამატებითი საბაჟო გადასახადი დააწესა ბელარუსიდან და რუსეთიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (მარცვლეულზე, ზეთოვან კულტურებსა და მათი გადამუშავების პროდუქტებზე, ხორბლისა და სიმინდის ჩათვლით). ეს ზომები არ შეხებია მესამე ქვეყნებში ტრანზიტს.
როგორც აღინიშნება, 2023 წელს რუსეთიდან ევროკავშირში ასეთი პროდუქციის იმპორტმა სარეკორდო მაჩვენებელს - ოთხ მილიონ ტონას მიაღწია, რამაც ევროკავშირში საერთო მოხმარების 1% შეადგინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„რუსეთი თავს ესხმის უკრაინის პორტებს, ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს, ხოლო შემდეგ ახალ მარშრუტებს ეძებს თავისი მარცვლეულისთვის. ესტონეთი ასეთ მარშრუტებს არ გამოუყოფს“
„ომის დაფინანსებაში ან მისთვის აგრესიის წარმოების გაადვილებაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…