პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა
ტაბულა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

"ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა.

რუსეთი თავს ესხმის უკრაინის პორტებს, ბლოკავს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, შემდეგ კი საკუთარი მარცვლეულისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს. ესტონეთი ასეთ მარშრუტს არ უზრუნველყოფს.

მე ჯერ კიდევ სექტემბერში გავაფრთხილე, რომ რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირება ესტონეთის გავლით არ დაეგეგმათ - დღეს კი ეს გაფრთხილება კანონად ვაქციეთ.

რუსეთს არ შეუძლია აგრესიული ომი აწარმოოს და ამავდროულად მოლოდინი ჰქონდეს, რომ ჩვენ მათ ვაჭრობაში დავეხმარებით. ჩვენ მათი ომის დაფინანსებას ხელს არ შევუწყობთ". - წერს ცაჰკნა X-ზე.

ცაჰკნას თქმით, ესტონეთი ლატვიასთან და ლიტვასთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ ბალტიისპირეთის პორტები რუსეთისთვის სატრანზიტო მარშრუტები არ გახდეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. BM.GEოპოზიციურიესტონეთმა რუსული და ბელორუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიესტონეთმა აკრძალა თავის ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი
  3. ფორმულაოპოზიციურიესტონეთმა რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი აუკრძალა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბალტიის ქვეყნები EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები