ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბალტიის ქვეყნების EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ლიდერებმა ევროკავშირს რუსული და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვის მოთხოვნით მიმართეს.

ბალტიის ქვეყნების EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენ
ბალტიის ქვეყნების EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენტაბულა

ბალტიის ქვეყნების ლიდერები EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენ

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ ევროკავშირს ბლოკის ტერიტორიაზე რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვისკენ მოუწოდეს.

პრემიერმინისტრმა კრისტენ მიხალმა, პრემიერმა ანდრის კულბერგსმა და პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ერთობლივი წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს.

“რუსეთი უკრაინულ პორტებს ბომბავს და ხელს უშლის უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გატანას, ამავდროულად კი შემოსავლის მიღებას ცდილობს საკუთარი მარცვლეულის EU-ს გავლით ტრანსპორტირებით. ჩვენმა ინფრასტრუქტურამ რუსეთს ომის დაფინანსებაში ხელი არ უნდა შეუწყოს”. – თქვა მიხალმა.

ლიდერების განცხადებით, რუსეთი საკუთარი მარცვლეულის საექსპორტოდ ახალ გზებს, მათ შორის, ბალტიის ზღვის მარშრუტს ეძებს.

მათი თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა აღკვეთოს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის EU-ს გავლით ექსპორტი.

წერილში ლიდერები უკრაინული საქონლის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად EU-სა და უკრაინას შორის სოლიდარობის მარშრუტების გაძლიერებასაც ითხოვენ. მიხალი საკითხის დაყენებას მომავალ კვირას დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზეც აპირებს.

ცნობისთვის, 1-ელ ოქტომბერს ესტონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი უკვე აკრძალა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთი უკრაინულ პორტებს ბომბავს და ხელს უშლის უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გატანას, ამავდროულად კი შემოსავლის მიღებას ცდილობს საკუთარი მარცვლეულის EU-ს გავლით ტრანსპორტირებით. ჩვენმა ინფრასტრუქტურამ რუსეთს ომის დაფინანსებაში ხელი არ უნდა შეუწყოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.