ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბალტიის ქვეყნები EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენ

ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ლიდერებმა ევროკავშირს რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვის მოთხოვნით მიმართეს და აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურამ რუსეთს ომის დაფინანსებაში ხელი არ უნდა შეუწყოს.

ბალტიის ქვეყნები EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენ
ბალტიის ქვეყნები EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენალია

ბალტიის ქვეყნების ლიდერები EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენ

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ ევროკავშირს ბლოკის ტერიტორიაზე რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვისკენ მოუწოდეს.

პრემიერმინისტრმა კრისტენ მიხალმა, პრემიერმა ანდრის კულბერგსმა და პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ერთობლივი წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს.

“რუსეთი უკრაინულ პორტებს ბომბავს და ხელს უშლის უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე გატანას, ამავდროულად კი შემოსავლის მიღებას ცდილობს საკუთარი მარცვლეულის EU-ს გავლით ტრანსპორტირებით. ჩვენმა ინფრასტრუქტურამ რუსეთს ომის დაფინანსებაში ხელი არ უნდა შეუწყოს”. – თქვა მიხალმა.

წერილში ლიდერები უკრაინული საქონლის მსოფლიო ბაზრებზე გასატანად EU-სა და უკრაინას შორის სოლიდარობის მარშრუტების გაძლიერებასაც ითხოვენ. მიხალი საკითხის დაყენებას მომავალ კვირას დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზეც აპირებს.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს ესტონეთმა საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტი უკვე აკრძალა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ტაბულაოპოზიციურიბალტიის ქვეყნების EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენ
  2. ტაბულაოპოზიციურიბალტიის ქვეყნები EU-ში რუსული მარცვლეულის ტრანზიტის აკრძალვას ითხოვენ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესტონეთმა აკრძალა თავის ტერიტორიაზე რუსეთისა და ბელარუსის მარცვლეულის ტრანზიტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები