ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - თელავის რაიონულ სასამართლოში ალექსი კენჭოშვილის პროცესი გაიმართა, რომელიც 1500 ლარით დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

თელავის რაიონულ სასამართლოში სიძულვილის ენის საქმეზე ალექსი კენჭოშვილის პროცესი გაიმართა, რომელსაც კახა კალაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - თელავის რაიონულ სასამართლოში ალექსი კენჭოშვილის პროცესი გაიმართა, რომელიც 1500 ლარით დაჯარიმდა
პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - თელავის რაიონულ სასამართლოში ალექსი კენჭოშვილის პროცესი გაიმართა, რომელიც 1500 ლარით დაჯარიმდარუსთავი 2

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა გივი ამილახვრის საქმე, რომელმაც დავით ნარმანიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თელავის რაიონული სასამართლოში კი ალექსი კენჭოშვილის პროცესი გაიმართა. მან სიძულვილის ენა კახა კალაძის მიმართ გამოიყენა და 1500 ლარით დაჯარიმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი ირაკლი ტორუას პროცესი გადაიდო. ის საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდა.

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი მარიამ კერესელიძე აცხადებს, რომ კენჭოშვილს 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

"თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმი ალექსი კენჭოშვილის მიმართ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და მე-16 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდა, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა თბილისის მერს კახა კალაძეს მიაყენა.

მოცემულ შემთხვევაში, იგი თვითონ არ მონაწილეობდა, თუმცა სავალდებულო დაცვა უზრუნველყო სასამართლომ, წარმოდგენილი იყო ადვოკატი, რომელიც იცავდა მის უფლებებს. სასამართლოს მიერ პირი სამართალდარღვევად იქნა ცნობილი და მას დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით," - აცხადებს კერესელიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თელავის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმი ალექსი კენჭოშვილის მიმართ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და მე-16 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდა, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა თბილისის მერს კახა კალაძეს მიაყენა. მოცემულ შემთხვევაში, იგი თვითონ არ მონაწილეობდა, თუმცა სავალდებულო დაცვა უზრუნველყო სასამართლომ, წარმოდგენილი იყო ადვოკატი, რომელიც იცავდა მის უფლებებს. სასამართლოს მიერ პირი სამართალდარღვევად იქნა ცნობილი და მას დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით,“
მარიამ კერესელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.