ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესები გრძელდება - სასამართლომ გიორგი გუგუტიშვილი 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

სასამართლომ გიორგი გუგუტიშვილი სიძულვილის ენისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო გელა ხეთერელს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. შსს-ს წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში მომხდარ სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეებზე ისაუბრეს.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესები გრძელდება - სასამართლომ გიორგი გუგუტიშვილი 500 ლარით დააჯარიმა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესები გრძელდება - სასამართლომ გიორგი გუგუტიშვილი 500 ლარით დააჯარიმარუსთავი 2

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა გიორგი გუგუტიშვილის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გაჩეჩილაძეს. გუგუტიშვილი 500 ლარით დაჯარიმდა. მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა გელა ხეთერელს. მან სიძულვილის ენა მერაბ გოლოშვილის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, თქვა რომ მომხდარს ნანობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი განიხილა ვახტანგ ბლიაძის საქმე, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გურამ მაჭარაშვილს. ასევე იმსჯელა მედეა კალანდაძის ადმინისტრაციულ საქმეზე.

მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე შსს-ის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა, ანი კაკიაშვილმა ისაუბრა.

"სოციალურ სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით შედგენილი იქნა სამართალდარღვევის ოქმები 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. განხილულ საქმეთაგან სასამართლომ დაადგინა ორ საქმეზე სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მოცემულ შემთხვევაში, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით გამოყენებული იქნა სახდელის სახით ჯარიმა სხვადასხვა ოდენობით," - განაცხადა ანი კაკიაშვილმა.

ცალკეული საქმეების დეტალები განმარტა შსს-ის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა, სალომე ქირიამ.

"გიორგი გუგუტიშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობას ადგილი ჰქონდა სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, კონკრეტულად მან კომენტარი დაწერა შეურაცხმყოფელი ხასიათის, რასთან დაკავშირებითაც ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. მის მიმართ სასამართლომ დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენა და გამოიყენა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება უშუალოდ გელა ხეთერელის სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა მოქალაქემ განცხადებით. მხარემ უშუალოდ აღიარა ქმედება, სადავოდ არ გაუხდიათ მტკიცებულებები და საბოლოო ჯამში მის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა," - განაცხადა სალომე ქირიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სოციალურ სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით შედგენილი იქნა სამართალდარღვევის ოქმები 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. განხილულ საქმეთაგან სასამართლომ დაადგინა ორ საქმეზე სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და მოცემულ შემთხვევაში, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით გამოყენებული იქნა სახდელის სახით ჯარიმა სხვადასხვა ოდენობით,“
ანი კაკიაშვილი
„გიორგი გუგუტიშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობას ადგილი ჰქონდა სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, კონკრეტულად მან კომენტარი დაწერა შეურაცხმყოფელი ხასიათის, რასთან დაკავშირებითაც ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. მის მიმართ სასამართლომ დაადგინა სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენა და გამოიყენა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება უშუალოდ გელა ხეთერელის სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა მოქალაქემ განცხადებით. მხარემ უშუალოდ აღიარა ქმედება, სადავოდ არ გაუხდიათ მტკიცებულებები და საბოლოო ჯამში მის მიმართ გამოიყენა სიტყვიერი შენიშვნა,“
სალომე ქირია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.