თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში კახა კალაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქეს 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში კახა კალაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსი კენჭოშვილს 1500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ მიიღო.

თელავის რაიონულმა სასამართლომ თბილისის მერის კახა კალაძის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქეს 1500 ლარის გადახდა დააკისრა.
საქმე თელავის რაიონულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ოქმის საფუძველზე განიხილა.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში მოქალაქე ალექსი კენჭოშვილის მიერ კახა კალაძის მისამართით დაწერილ კომენტარს.
გადაწყვეტილება მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ მიიღო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.