პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მოქალაქე 500-დან 4 000 ლარამდე ოდენობით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოყენებისთვის ოთხი მოქალაქე 500-დან 4 000 ლარამდე თანხით დააჯარიმა.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა მანანა ხუჭუა, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა ნინო წილოსანს და მარიამ ლაშხს მიაყენა. 500 ლარით დაჯარიმდა დავით კოპინაშვილი - მან სიძულვილის ენა გიორგი გველესიანის მიმართ გამოიყენა. 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა ალექსანდრე ასტამაძეს, მან შეურაცხყოფა დავით მათიკაშვილს მიაყენა. ასევე 1 500 ლარით დაჯარიმდა ბაგრატ დემურია, რომელმაც სიძულვილის ენა ინგა გრიგოლიას მიმართ გამოიყენა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ხუთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, რომლებიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს. ერთ-ერთი მათ შორის გახლდათ ქალბატონი მანანა ხუჭუას სამართალდარღვევის საქმე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში მიაყენა მარიამ ლაშხსა და ნინო წილოსანს.

მოცემულ შემთხვევაში დადგინდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ცალ მხარეს კი განესაზღვრა სახდელის სახით ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. თითოეულ შემთხვევაში დადგინდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები და რაც შეეხება სახდელს, გარემოებათა გათვალისწინებით სხვადასხვა ოდენობით ჯარიმა განისაზღვრა," - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ანა კაკიაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, მოქალაქე მანანა ხუჭუას 4 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების გამო, კიდევ ორი მოქალაქე დაჯარიმდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები