ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ეს არის ჯილდო ჩემთვის, ძალიან მიხარია" - ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია

ტვ პირველი

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების გამო სანქციები დაუწესა რამდენიმე პირს, მათ შორის მამუკა ფიფიას. ფიფიამ ბრიტანეთის სანქციები "ჯილდოდ" შეაფასა და აღნიშნა, რომ საბანკო ანგარიშებიდან თანხები წინასწარ ჰქონდა გატანილი.

"ეს არის ჯილდო ჩემთვის, ძალიან მიხარია" - ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია
"ეს არის ჯილდო ჩემთვის, ძალიან მიხარია" - ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფიაBM.GE

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია ამბობს, რომ საქართველოში საბანკო ანგარიში ორ ბანკში ჰქონდა, საიდანაც თანხები გატანილი აქვს. ამის შესახებ პრორუსული ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერმა, ბიზნესმენი მამუკა ფიფიამ "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, დიდმა ბრიტანეთმა ნიკოლოზ მჟავანაძეს, მამუკა ფიფიას, პაატა აბულაძეს და გიორგი ირემაძეს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს პირები სანქცირდებიან კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების გამო.

სანქციებით გამოწვეული ანგარიშების დახურვის ფონზე, საქართველოში საქმიანობის დაფინანსების გზებზე კითხვის საპასუხოდ ის აღნიშნავს, რომ არის გზები დაფინანსებისთვის.

დაწესებულ შეზღუდვებს ფიფიამ "ჯილდო უწოდა" და არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველოში შემოსვლაზე პრობლემები შეექმნება.

მამუკა ფიფია: ეს [ბრიტანეთის მიერ დასანქცირება] არის ჯილდო ჩემთვის, ძალიან მიხარია.

TV პირველი: საბანკო ანგარიშები გაგეყინებათ და როგორ დააფინანსებთ თქვენს საქმიანობას?

მამუკა ფიფია: ეს არის სახელმწიფო საიდუმლო...

TV პირველი: როგორ დავაფინანსებთ?

მამუკა ფიფია: არის გზები მაგის, დაფინანსების.

TV პირველი: საქართველოში საბანკო ანგარიში რამდენ ბანკში გქონდათ?

მამუკა ფიფია: [საქართველოში] ორ ბანკში მქონდა ანგარიშები და ყველაფერი მქონდა გატანილი.

TV პირველი: სანქციების შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე პრობლემა შეგექმნებათ?

მამუკა ფიფია: არამგონია, - რატომ არ უნდა შემომიშვან, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ქართული პასპორტით შემოვალ ჩემს სამშობლოში.

TV პირველი: ქართული პასპორტით დაგასანქცირეს...

მამუკა ფიფია: ძალიანაც კარგი.

TV პირველი: ოთარ ფარცხალაძის გამო მოხვდით სანქიცრებულტა სიაში?

მამუკა ფიფია: ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულია უკვე 4-ჯერ.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.