სანქცირებული ფული რუსეთიდან – “ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა” – მამუკა ფიფიას აღიარება
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა მამუკა ფიფიამ განაცხადა, რომ სანქციების მიუხედავად საქართველოში საქმიანობას შემოვლითი გზებით დააფინანსებს და ამ თანხების შემოტანას „სახელმწიფო საიდუმლოებას“ უწოდებს. ბრიტანეთმა სანქციები საქართველოს ოთხ მოქალაქეს და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებს დაუწესა.

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული მამუკა ფიფია “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ სანქციებით გამოწვეული ანგარიშების დახურვის გამო, მის საქმიანობს საქართველოში შემოვლითი გზებით დააფინანსებს. ის ამბობს, რომ სანქცირებული, რუსეთში გადამალული ფულის შემოტანა საქართველოში “სახელმწიფო საიდუმლოებაა”. ნიშნავს, თუ არა, ეს იმას, რომ სახელმწიფოს მაღალჩინოსნები არიან ჩართულნი სანქცირებული ფულის შემოტანის სქემაში? და თანაც ეს პირველად არ ხდება, რაკი ფიფიამ ამ გზაზეც იცის და თანაც მას სახელმწიფო საიდუმლოებას უწოდებს? – წესით, ამით პროკურატურა უნდა ინტერესდებოდეს.
ადასტურებს, რომ საქართველოში საბანკო ანგარიში ორ ბანკში ჰქონდა, თუმცა მან თანხის გატანა მოასწრო, სანამ ანგარიშებს გაყინავენ.
“ეს [ბრიტანეთის მიერ დასანქცირება] არის ჯილდო ჩემთვის, ძალიან მიხარია. {როგორ დავაფინანსებ ჩემს საქმიანობას} ეს არის სახელმწიფო საიდუმლო… არის გზები მაგის, დაფინანსების”. რატომ არ უნდა შემომიშვან საზღვარზე, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ქართული პასპორტით შემოვალ ჩემს სამშობლოში” – თქვა მან მედიასთან.
დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს: მამუკა ფიფიას, გიორგი ირემაძეს, ნიკოლოზ მჟავანაძესა და პაატა აბულაძეს. სანქციები ასევე შეეხო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედ და ყოფილ ე.წ. პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, სატრასტო მომსახურების შეზღუდვასა და დირექტორის თანამდებობის დაკავების აკრძალვას.
სანქციების მიზეზად კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერა სახელდება.
ციტატები სტატიიდან
„ეს [ბრიტანეთის მიერ დასანქცირება] არის ჯილდო ჩემთვის, ძალიან მიხარია. {როგორ დავაფინანსებ ჩემს საქმიანობას} ეს არის სახელმწიფო საიდუმლო… არის გზები მაგის, დაფინანსების”. რატომ არ უნდა შემომიშვან საზღვარზე, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ქართული პასპორტით შემოვალ ჩემს სამშობლოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.