ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ენმ-ს აქციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრონაციონალური მოძრაობა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რიყის დოქებთან დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს და არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის მოსამზადებელ სამუშაოებს. თავის მხრივ, ენმ-ში აცხადებენ, რომ გეგმას არ ცვლიან და აქციაზე მაინც მივლენ.

მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ენმ-ს აქციაზე
მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს – შსს ენმ-ს აქციაზეტაბულა

დღეს, 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის დოქებთან ენმ-ის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს "არ შეუშალონ ხელი "თბილისობა 2026"-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს, არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების ტერიტორიას, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს".

"არაერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები, მიუხედავად ორგანიზატორებისთვის წინასწარ მიწოდებული განმარტებებისა და მითითებისა, კვლავ გეგმავენ შეკრების გამართვას რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ადგილზე არსებული გარემოებებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.

როგორც უკვე არაერთგზის განემარტათ აქციის ორგანიზატორებს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაწყებული აქვთ ღონისძიებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.

ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა და გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, გაითვალისწინონ ადგილზე არსებული ვითარება, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხელი არ შეუშალონ მიმდინარე სამუშაოებს და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

პოლიცია ადგილზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას" - წერს უწყება.

შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ - ენმ

ცნობსითვის, ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ნება არ მისცა, 1 ოქტომბერს რიყის დოქებთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ჩაატარონ. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, პარტია გეგმას არ ცვლის და ისინი ადგილზე მაინც მივლენ.

"არა რუსულ რეჟიმს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს" - აქცია 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის დოქებთან გაიმართება.

შსს: 1 ოქტომბრის აქციაზე ენმ-ს გაფრთხილება კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.