2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის 90 მილიონი ლარი გამოიყოფა
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის 90 მილიონი ლარი გამოიყოფა. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ასევე შეიქმნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 760 მილიონი ლარით, ხოლო მაღალმთიანი დასახლებების განვითარების და დავალიანებათა დაფარვის ფონდების მოცულობა თითოეული 20 მილიონი ლარით განისაზღვრება.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის 90 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამ თვალსაზრისით მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსების ოდენობა მიმდინარე წლის დაფინანსების ანალოგიურია.
რაც შეეხება სხვა საბიუჯეტო ფონდებს, პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, შეიქმნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი - 760 მილიონი ლარის ოდენობით. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში გამოიყოფა.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მოცულობა კი 20 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება.
ასევე 20 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის მოცულობა.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე პრემიერ-მინისტრს ან მთავრობას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარუდგენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…