რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
რუსთავში, სამ სხვადასხვა ადგილზე, 400 000 ლარამდე ღირებულების შიდა საუბნო სივრცეების მოწყობის პროექტი მიმდინარეობს. მერ ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ცენტრალურ უბნებთან ერთად პრიორიტეტად რჩება შიდა სივრცეების მოწესრიგება.

შიდა საუბნო სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს რუსთავში. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება არსებულ საფეხბურთო მოედანს, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, მწვანე სივრცეები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე და საპარკინგე ზონა.
400 000 ლარამდე ღირებულების პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ ეტაპზე, შიდასაუბნო სივრცის მოწყობა სამ სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს.
"დღეს რუსთავი ვითარდება თანაბარი ტემპით. ისეთ მსხვილ პროექტებთან ერთად, რომელსაც ქალაქის ცენტრალურ უბნებში ვახორციელებთ, პრიორიტეტად რჩება შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგება. ყოველთვის ვხვდებით მოსახლეობას, წინასწარ გავდივართ პროექტს და უკვე პროექტის განხორციელების დროს ვითვალისწინებთ ყველა იმ დეტალს, რომელიც არის მათი მხრიდან გაჟღერებული", - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…