Reuters - რუსეთი ნატო-ს ბირთვული იარაღით ოფიციალურად დაემუქრა
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა ნატო-ს ოფიციალური დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც კალინინგრადის ოლქის იზოლაციის მცდელობის შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. ნატო-ს პრესმდივანმა ელისონ ჰარტმა დაადასტურა დოკუმენტის მიღება, უპასუხისმგებლო უწოდა რუსეთის მუქარას და აღნიშნა, რომ ალიანსი მზადაა დაიცვას თავისი წევრი ქვეყნები.

რუსეთი ნატო-ს ბირთვული იარაღით ოფიციალურად დაემუქრა, კალინინგრადის ოლქის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას
სააგენტო Reuters-ი და ნატო-ს პრესმდივანი, ელისონ ჰარტი ავრცელებენ.
კერძოდ, Reuters-მა დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც რუსეთმა ნატო-ს გაუგზავნა და რომელშიც მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, თუ ალიანსი კალინინგრადის ოლქის იზოლირებას ეცდება.
დოკუმენტში მოსკოვი ნატო-ს “სახიფათო და გაუაზრებელ კურსში” ადანაშაულებს, რომელსაც “პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღების მაღალი რისკი” მოაქვს.
“რუსეთი მზად იქნება ძალებისა და საშუალებების მთელი არსენალი გამოიყენოს, რომელიც მას გააჩნია, მათ შორის ბირთვული იარაღი, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ ნატო-ს ქვეყნები რაიმე მცდელობას მოიმოქმედებენ, რომელიც კალინინგრადის ოლქის დანარჩენი ქვეყნისგან იზოლაციისკენ იქნება მიმართული”, - წერია დოკუმენტში.
ნატოს პრესმდივანმა, ელისონ ჰარტმა დაადასტურა, რომ ალიანსმა მიიღო რუსეთისგან დოკუმენტი და, თავის მხრივ, მოსკოვს პასუხი გაუგზავნა.
“შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთმა ნატო-ს არაფორმალური დოკუმენტი (non-paper) გაუგზავნა და ჩვენ პასუხი გავუგზავნეთ, რომელშიც აღვნიშნეთ, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და არცერთი ჩვენი ქმედება ან წვრთნა საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთის რაიმე ნაწილისთვის”, - განაცხადა ჰარტმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლოა.
“მტკიცედ ვგმობთ ძალის გამოყენების მუქარებს, მათ შორის ნებისმიერ უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას…
რუსეთის მიერ ჰიბრიდული ტაქტიკების გამოყენება სასოწარკვეთის ნიშანია. მაგრამ ეს არ გვაიძულებს უარი ვთქვათ უკრაინის მხარდაჭერაზე. ყველაფერი საჭირო გაგვაჩნია, რათა ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ და ვრჩებით ძლიერად, მზად და შესაძლოდ წინააღმდეგობა გავუწიოთ ნებისმიერ საფრთხეს”, - განაცხადა ჰარტმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაკრემლში „ცხელი თავებისთვის შეხსენება“ უწოდეს ბირთვული იარაღით დამუქრებას
რუსეთი NATO-ს კალინინგრადის ბლოკადის შემთხვევაში ბირთვული იარაღით ემუქრება
პესკოვი ბირთვულ მუქარაზე: შეხსენებაა "ცხელი თავებისთვის"
კრემლმა კალინინგრადის ბლოკადის საპასუხოდ ბირთვული მუქარა „ცხელი თავების შეხსენებად“ შეაფასა
კრემლში აცხადებენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის განცხადებები შეხსენებაა “ცხელი თავებისთვის”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…