კრემლში აცხადებენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის განცხადებები შეხსენებაა “ცხელი თავებისთვის”
კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენების თემაზე რუსი დიპლომატების განცხადებები შეხსენებაა ევროპაში არსებული “ცხელი თავებისთვის” და ეს ზომები გათვალისწინებულია რუსეთის ნორმატიული დოკუმენტებით.

ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის განცხადებები შეხსენებაა “ცხელი თავებისთვის”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, კალინინგრადის ოლქის ბლოკადის საპასუხოდ შესაძლო ბირთვული დარტყმების შესახებ რუსი დიპლომატების განცხადებები შეხსენებაა იმის შესახებ, რომ მსგავსი ზომები რუსეთის ნორმატიული დოკუმენტებითაა გათვალისწინებული.
“სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენი დიპლომატები ცდილობენ ევროპაში “ცხელ თავებს” შეახსენონ ჩვენი ფუძემდებლური დოკუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, პოლონეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან არაერთხელ გაჟღერდა “საკმაოდ გიჟური” განცხადებები კალინინგრადის თემასთან დაკავშირებით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაკრემლში „ცხელი თავებისთვის შეხსენება“ უწოდეს ბირთვული იარაღით დამუქრებას
რუსეთი NATO-ს კალინინგრადის ბლოკადის შემთხვევაში ბირთვული იარაღით ემუქრება
პესკოვი ბირთვულ მუქარაზე: შეხსენებაა "ცხელი თავებისთვის"
კრემლმა კალინინგრადის ბლოკადის საპასუხოდ ბირთვული მუქარა „ცხელი თავების შეხსენებად“ შეაფასა
Reuters - რუსეთი ნატო-ს ბირთვული იარაღით ოფიციალურად დაემუქრა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…