კრემლმა კალინინგრადის ბლოკადის საპასუხოდ ბირთვული მუქარა „ცხელი თავების შეხსენებად“ შეაფასა
რუსეთის საელჩოებმა ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაავრცელეს განცხადებები, რომლებშიც უარყვეს ევროპაში შეჭრის გეგმები, თუმცა გააფრთხილეს დასავლეთი, რომ კალინინგრადის იზოლირების მცდელობას რუსეთი ბირთვული იარაღით უპასუხებს. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამ დიპლომატების ქმედებას „ცხელი თავებისთვის შეხსენება“ უწოდა.

რუსეთის საელჩოებმა ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გავრცელებულ განცხადებებში უარყვეს ევროპაში რუსეთის შეჭრის გეგმები და აღნიშნეს, რომ მსგავსი ცნობები მხოლოდ თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და უკრაინის დახმარების გასამართლებლად გამოიყენება, თუმცა იქვე გააფრთხილეს დასავლეთი, რომ ნატოს მიერ კალინინგრადის ოლქის იზოლირების მცდელობას რუსეთი მთელი არსენალით, მათ შორის ბირთვული იარაღით უპასუხებს.
მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დიპლომატების ამ ქმედებას „ცხელი თავებისთვის შეხსენება“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს ევროპიდან, მათ შორის პოლონეთიდან წამოსულ „თავგასულ განცხადებებს“ უკავშირდება, თუმცა პესკოვს კონკრეტულად არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ განცხადებებს გულისხმობდა.
აღსანიშნავია, რომ ნატოსთვის საელჩოების ეს ქმედება რუსეთის მხრიდან წარმოებული უგუნური და მუქარაზე დამყარებული კამპანიის მორიგი გაგრძელებაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაკრემლში „ცხელი თავებისთვის შეხსენება“ უწოდეს ბირთვული იარაღით დამუქრებას
რუსეთი NATO-ს კალინინგრადის ბლოკადის შემთხვევაში ბირთვული იარაღით ემუქრება
პესკოვი ბირთვულ მუქარაზე: შეხსენებაა "ცხელი თავებისთვის"
Reuters - რუსეთი ნატო-ს ბირთვული იარაღით ოფიციალურად დაემუქრა
კრემლში აცხადებენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის განცხადებები შეხსენებაა “ცხელი თავებისთვის”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…