პესკოვი ბირთვულ მუქარაზე: შეხსენებაა "ცხელი თავებისთვის"
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის საელჩოების მიერ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით გავრცელებული მუქარა ევროპელი "ცხელთავიანებისთვის" შეხსენებად შეაფასა. ადრე რუსეთის საელჩოებმა ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში განაცხადეს, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ NATO კალინინგრადის ოლქს დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდება.

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი რუსეთის საელჩოების მიერ გაჟღერებულ მუქარას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით "ცხელთავიანებისთვის" შეხსენებას უწოდებს.
"სავსებით ბუნებრივია, რომ ჩვენი დიპლომატები ცდილობენ ევროპაში "ცხელთავიანებს" ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი შესაბამისი დოკუმენტები შეახსენონ." - თქვა პესკოვმა.
აქამდე რუსეთის საელჩომ ირლანდიაში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი მზად იქნება ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ NATO კალინინგრადის ოლქის რუსეთის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდება. მსგავსი შინაარსის განცხადებები გაავრცელეს რუსეთის საელჩოებმა დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში.
"ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ NATO-ს ქვეყნები კალინინგრადის ოლქის ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდებიან." – წერდა რუსეთის საელჩო.
ციტატები სტატიიდან
„სავსებით ბუნებრივია, რომ ჩვენი დიპლომატები ცდილობენ ევროპაში "ცხელთავიანებს" ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი შესაბამისი დოკუმენტები შეახსენონ.“
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი შესაბამისი დოკუმენტები შეახსენონ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.