რუსეთი NATO-ს კალინინგრადის ბლოკადის შემთხვევაში ბირთვული იარაღით ემუქრება
რუსეთის საელჩომ ირლანდიაში განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუ NATO კალინინგრადის ოლქის იზოლირებას შეეცდება. თავის მხრივ, NATO-მ რუსეთს უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

რუსეთის საელჩომ ირლანდიაში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი მზად იქნება ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თუ NATO კალინინგრადის ოლქის რუსეთის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდება.
საელჩოს განცხადებაში ირწმუნებიან, რომ მათ "მიღებული აქვთ ინფორმაცია" NATO-ს მიერ კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის მომზადების შესახებ.
"ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ NATO-ს ქვეყნები კალინინგრადის ოლქის ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდებიან." – წერს რუსეთის საელჩო.
ამასთან, საელჩოს მტკიცებით, რუსეთს "ევროპასთან ვითარების გამწვავების არანაირი გეგმა არ აქვს", ხოლო "ევროპის უპასუხისმგებლო და ახლომხედველი პოლიტიკური ელიტა სახიფათო თამაშს თამაშობს".
მსგავსი გაფრთხილება რუსეთის მიერ NATO-სთვის გაგზავნილ დოკუმენტშიც არის, რომელიც Reuters-ის ცნობით, სააგენტოს ხელში აღმოჩნდა. დოკუმენტში მოსკოვი ალიანსს "სახიფათო და დაუფიქრებელ კურსში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს "პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის წარმოშობის მაღალ რისკებს" ქმნის.
NATO-ს წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ ალიანსის არც ერთი სწავლება ან საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას საფრთხეს არ უქმნის.
"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს მოკავშირეების მიმართ სულ უფრო დაუფიქრებელი ქცევისგან და შეწყვიტოს უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა." – ციტირებს Reuters-ი NATO-ს პასუხს.
რუსეთის საელჩომ ირლანდიაში განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რადიო თავისუფლებაკრემლში „ცხელი თავებისთვის შეხსენება“ უწოდეს ბირთვული იარაღით დამუქრებას
- ტაბულაპესკოვი ბირთვულ მუქარაზე: შეხსენებაა "ცხელი თავებისთვის"
- ფორმულაკრემლმა კალინინგრადის ბლოკადის საპასუხოდ ბირთვული მუქარა „ცხელი თავების შეხსენებად“ შეაფასა
- ინტერპრესნიუსიReuters - რუსეთი ნატო-ს ბირთვული იარაღით ოფიციალურად დაემუქრა
- ინტერპრესნიუსიკრემლში აცხადებენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის განცხადებები შეხსენებაა “ცხელი თავებისთვის”
ციტატები სტატიიდან
„ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რომ რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ NATO-ს ქვეყნები კალინინგრადის ოლქის ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან იზოლირებას შეეცდებიან.“
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს მოკავშირეების მიმართ სულ უფრო დაუფიქრებელი ქცევისგან და შეწყვიტოს უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…