დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რა საკითხებზე ისაუბრეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან
საქართველოს საპატრიარქოში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფებოდა, რომელსაც ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოდან მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, შიო მესამე ესწრებოდა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული პრობლემური საეკლესიო საკითხები.

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობა იყო - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოიზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ძირითად შეეხო უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მისივე განცხადებით, ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამბობს, რომ შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიები ქართული ეკლესიისთვის „მოუშუშებელ ჭრილობად“ დასახელდა, თუმცა მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული რესურსი ამ რეგიონებში საეკლესიო წეს-ცხოვრების მოსაწესრიგებლად.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ანტონის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობებს მოსკოვის საპატრიარქოსას. შედგა საუბარი. საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ შიო მესამისადმი, მისი მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით.
საუბარი ძირითად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და უდევს საფუძვლად. ამიტომ გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი პრობლემები. ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს.
გაიხსენეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი.
ასე რომ მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისთვის, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია - სტუმრები საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მიიღო.
მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციაში იყვნენ მოსკოვის საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი სევრიუკი, რუსეთის პატრიარქის მრჩველი, დეკანოიზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოიზი იგორ იაკიმჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერსამე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, ასევე პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პატრიარქის მდივანი, დეკანოიზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოიზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ტაბულასაქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
- TV პირველიშიო მესამეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
- ნეტგაზეთისაქართველოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
- რადიო თავისუფლებაშიო III-მ მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა - ისაუბრეს „მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე“
- ალიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რა საკითხებზე ისაუბრეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან
- TV პირველი"ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე" - საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…