ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შიო მესამეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელმა შიო მესამემ მიიღო. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობა და რეგიონებში არსებული ვითარება იყო.

შიო მესამეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
შიო მესამეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვიაTV პირველი

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია - სტუმრები საპატრიარქო რეზიდენციაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მიიღო.

შეხვედრის კადრებს ტელევიზია "ერთსულოვნება" ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციაში იყვნენ მოსკოვის საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი სევრიუკი, რუსეთის პატრიარქის მრჩველი, დეკანოიზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოიზი იგორ იაკიმჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.

საპატრიარქოს ტელევიზიის ცნობით, სტუმრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერსამე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, ასევე პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პატრიარქის მდივანი, დეკანოიზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოიზი ანდრია ჯაღმაიძე.

ირკვევა, რომ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობა იყო.

ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს ადგილობრივი მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს", - ამბობს საპატრიარქოს ტელევიზია.

შევხედრის შემდეგ მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.