ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

საქართველოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

ქართული ოცნება

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ვოლოკოლომის მიტროპოლიტ ანტონის ხელმძღვანელობით საქართველოს ეწვია და საქართველოს საპატრიარქოში გამართა შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საეკლესიო პრობლემები და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

საქართველოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
საქართველოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვიანეტგაზეთი

საქართველოს ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლომის მიტროპოლიტ ანტონის ხელმძღვანელობით.

დელეგაციას საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მიიღო.

„საუბარი ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისადმი, მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით. საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და საფუძვლად უდევს. და ამიტომ, გზები არის საპოვნელი იმისათვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი ეს პრობლემები. ითქვა ის, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვისაც და სრულიად საქართველოსთვის“, — განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ „არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს“.

„გაიხსენეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი. ასე რომ, მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისათვის, რომ აი ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“, — დასძინა ჯაღმაიძემ.

რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, დელეგაცია საქართველოში 28 სექტემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ლოცვა-კურთხევით ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციას გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი თბილისში ვლადიმერ ალექსანდროვი და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დმიტრი ოლისოვი დახვდნენ.

29 სექტემბერს რუსულმა დელეგაციამ მცხეთაში, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, სამთავროს მონასტერი და სიონი მოინახულა.

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საუბარი ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისადმი, მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით. საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და საფუძვლად უდევს. და ამიტომ, გზები არის საპოვნელი იმისათვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი ეს პრობლემები. ითქვა ის, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვისაც და სრულიად საქართველოსთვის“
ანდრია ჯაღმაიძე
„არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გაიხსენეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი. ასე რომ, მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისათვის, რომ აი ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.