ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია, რომელსაც პატრიარქმა შიო მესამემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ეკლესიის პრობლემები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვიატაბულა

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები პატრიარქმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონ სევრიუკი, რუსეთის პატრიარქის მრჩეველი დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.

საპატრიარქოს ტელევიზიის ცნობით, "სტუმრებმა საქართველოს ეეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. მათ სრულიად საქართველოს პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს".

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საუბარი ეხებოდა ოკუპირებულ რეგიონებსაც და "შეხვედრა იმედს ტოვებს", რომ შესაძლოა, შემდგომში გარკვეული გზები გამოინახოს, რათა "ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს".

"საუბარი, რა თქმა უნდა ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა შიო მესამესადმი მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით. საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და საფუძვლად უდევს და ამიტომ, გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი ეს პრობლემები.

ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვისაც და სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს.

გაიხსენეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი. ასე რომ, მთლიანობაში, ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს" - ამბობს დეკანოზი ანდრია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სტუმრებმა საქართველოს ეეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. მათ სრულიად საქართველოს პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„საუბარი, რა თქმა უნდა ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა შიო მესამესადმი მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით. საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომლებიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და საფუძვლად უდევს და ამიტომ, გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი ეს პრობლემები. ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვისაც და სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს. გაიხსენეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი. ასე რომ, მთლიანობაში, ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.