ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

მედია - ისრაელელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო

ისრაელური მედიის ცნობით, ისრაელელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო. თვითმფრინავი საუდის არაბეთში მას შემდეგ დაეშვა, რაც გავრცელებული ინფორმაციით პილოტთა კაბინაში დაპირისპირება მოხდა.

მედია - ისრაელელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო
მედია - ისრაელელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყოინტერპრესნიუსი

ისრაელის „მე-12 არხის“ და Ynet-ის ცნობით, ისრაელელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო, თუმცა ამის შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია.

„მე-12 არხის“ ცნობით, ამჟამად ისრაელში აღნიშნულ რეისთან დაკავშირებით ინტენსიური განხილვები მიმდინარეობს.

თვითმფრინავი საუდის არაბეთში მას შემდეგ დაეშვა, რაც პილოტთა კაბინაში დაპირისპირება მოხდა.

მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუდის არაბეთის ხელისუფლება იძიებს საქმეს ომანელ პილოტთან დაკავშირებით, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ემირატელ კაპიტანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.

ამავდროულად, განიხილება სხვა ვერსიებიც, მათ შორის - ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა.

ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არც ისრაელის, არც საუდის არაბეთისა და არც არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას არ გაუკეთებია.

ამასთან, ებრაული მედია საშუალებები ავრცელებენ ვიდეოს, რომელიც, სავარაუდოდ, flydubai-ს თვითმფრინავის საუდის არაბეთში დაშვების მომენტში არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ მგზავრები ზეიმობენ, ტაშს უკრავენ და მღერიან.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.