დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი - საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2026 წლის აგვისტოში 6.3% შეადგინა
2026 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა. მთავარი მზარდი დარგებია დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა და ტრანსპორტი.

დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი - ეს ის დარგებია, რომლებმაც მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს 2026 წლის აგვისტოს თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში.
2026 წლის პირველი 8 თვის საშუალო მაჩვენებელი 7,6 პროცენტით განისაზღვრა. მთავრობის ფინანსურ გუნდში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში, ეკონომიკური ზრდის სტაბილური განვითარება, განსაკუთრებით მსოფლიო ეკონომიკური რეცესიის ფონზე, საქართველოს რეგიონის მასშტაბით გამოარჩევს.
გამოწვევები არსებობს, თუმცა ახლა მთავარია, არსებული პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება - ექსპერტების მოსაზრებით, ეკონომიკის დივერსიფიცირება და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და, ამავე დროს, აძლიერებს ინვესტორების ნდობას.
ეკონომიკური ზრდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…