საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს - 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა
საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის აგვისტოში 6.3%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა. ბიზნეს სექტორში დაფიქსირდა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვისა და ახალი საწარმოების რეგისტრაციის მატება, ასევე გაიზარდა ექსპორტი.

საქართველოს ეკონომიკა ზრდის სტაბილურ დინამიკას აჩვენებს. ქვეყნის ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.
2026 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა.
ეკონომიკური აქტივობის მატებას ნათლად ასახავს ბიზნეს სექტორის მონაცემებიც. კერძოდ, აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6,261 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელს 35.1%-ით აღემატება.
2026 წლის აგვისტოს ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ეკონომიკური აქტივობის ზრდამ შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა; ინფორმაცია და კომუნიკაცია; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; ჯანდაცვა; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები; ხელოვნება, გართობა და დასვენება; ვაჭრობა; ტრანსპორტი და დასაწყობება; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება.
მთლიანობაში, 2026 წელს ეკონომიკურ ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა და 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 63.5%-ს გაუტოლდა და 3.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEაგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, რვა თვეში ჯამურად 7.6%-ით - საქსტატი
- იმედინიუსისაქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა აგვისტოშიც ფიქსირდება
- BM.GEეკონომიკის სექტორებს შორის აგვისტოში კლება მხოლოდ მშენებლობაში დაფიქსირდა - საქსტატი
- ნეტგაზეთიაგვისტოში ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა
- რუსთავი 22026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3%-ი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა - საქსტატი
- BM.GEნავთობპროდუქტების წარმოება, სესხის პროცენტის ზრდა... - რამ განაპირობა აგვისტოში ეკონომიკის 6.3%-იანი ზრდა?
- POSTV2026 წლის აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…