პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მყოფებს აივნიდან გადმოაშარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მაღალსართულიანი სახლის აივნიდან კაფეში მყოფ ადამიანებს გადმოაშარდა და არაფხიზელ მდგომარეობაში „Слава России“ შეძახილებით იმართლებდა თავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავება დაადასტურა.

დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მყოფებს აივნიდან გადმოაშარდა
ბათუმელები

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მაღალსართულიანი სახლის აივნიდან ახლოს მდებარე კაფეში მყოფ ადამიანებს თავზე გადმოაშარდა. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა.

ინფორმაცია ფაქტის შესახებ მოქალაქემ გაავრცელა ტიკტოკზე. მან გადაიღო ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ კაფეში მყოფი მოქალაქის პროტესტს, რატომ შარდავდა აივნიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა უპასუხა სიტყვებით – „Слава России“ [დიდება რუსეთს]. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ იმართლებს კაცი თავს იმით, რომ ტუალეტი სახლში დაკავებული იყო და კაფეს სკამები ქუჩაში არ უნდა იყოს.

მოქალაქეებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მოქალაქის თქმით, დაკავებამდე კაცმა დახმარებისთვის ტელეფონით დარეკა და უცნობ პირს უთხრა, რომ აკავებდნენ შეძახილისთვის – „Слава России“.

„ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ რუსეთის მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 171-ე [საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება] მუხლებით დააკავეს.

ფოტოზე: რუსეთის მოქალაქე. კადრი ტიკტოკზე გავრცელებული ვიდეოდან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციურითბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
  2. ტაბულაოპოზიციურიადმინისტრაციული წესით დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
  3. ალიაოპოზიციურითბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურირა სასჯელი ემუქრება რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თბილისში “აივნიდან მოშარდა”
  5. TV პირველიოპოზიციურივინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და რას ამბობენ ადგილობრივები
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან მოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მას ქვეყნიდან გაძევება და...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები