თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
თბილისში, ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და „დიდება რუსეთს“ იძახდა. შსს-ს ცნობით, დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, გამოძიება კი 166-ე და 171-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა - შემთხვევა ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის "მონოლითის" ტერიტორიაზე მოხდა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროს საცხოვრებელი კომპლექსის პირველ სართულზე მდებარე კაფე ხალხით იყო სავსე.
"პირველებს" თვითმხილველები უყვებიან, რომ გადმოშარდვის შემდეგ კაცმა თქვა, რომ "სააბაზანო ოთახი დაკავებული იყო და სხვა გზა არ ჰქონდა". პარალელურად კი, ფაქტის შემსწრე მოქალაქეების ცნობით, აივნიდან იძახდა - "დიდება რუსეთს".
ინცინდენტის შემდეგ მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს.
შსს "პირველებს" უდასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით - გამოძიება კი 166-ე და 171-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ეს მუხლი მოიცავს: საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება).
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ტაბულაადმინისტრაციული წესით დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
- ალიათბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
- ნეტგაზეთირა სასჯელი ემუქრება რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თბილისში “აივნიდან მოშარდა”
- ბათუმელებიდააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მყოფებს აივნიდან გადმოაშარდა
- TV პირველივინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და რას ამბობენ ადგილობრივები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…