ადმინისტრაციული წესით დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
თბილისში, ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექს „მონოლითის“ ტერიტორიაზე არსებულ კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა რუსეთის მოქალაქე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით დააკავა. სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობისა და საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსი მონოლითის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა. ინფორმაცია თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, მათივე ცნობით, სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე წვრილმანი ხულიგნობისა და 171-ე საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმა ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების მუხლებით მიმდინარეობს.
TV პირველი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ "გადმოშარდვის შემდეგ კაცმა თქვა, რომ "სააბაზანო ოთახი დაკავებული იყო და სხვა გზა არ ჰქონდა". პარალელურად კი, ფაქტის შემსწრე მოქალაქეების ცნობით, აივნიდან იძახდა - "დიდება რუსეთს".
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიათბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
რა სასჯელი ემუქრება რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თბილისში “აივნიდან მოშარდა”
დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მყოფებს აივნიდან გადმოაშარდა
ვინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და რას ამბობენ ადგილობრივები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…