პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა

თბილისში, ორთაჭალაში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი „მონოლითის“ ტერიტორიაზე, რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და „დიდება რუსეთს“ იძახდა. სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
ალია

თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსი “მონოლითის” ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა.

“პირველებს” თვითმხილველები უყვებიან, რომ გადმოშარდვის შემდეგ კაცმა თქვა, რომ “სააბაზანო ოთახი დაკავებული იყო და სხვა გზა არ ჰქონდა”. პარალელურად კი, ფაქტის შემსწრე მოქალაქეების ცნობით, აივნიდან იძახდა – “დიდება რუსეთს”.

ინცინდენტის შემდეგ მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს. რუსეთის მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.

სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ეს მუხლები მოიცავს: საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება).

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციურითბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
  2. ტაბულაოპოზიციურიადმინისტრაციული წესით დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურირა სასჯელი ემუქრება რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თბილისში “აივნიდან მოშარდა”
  4. ბათუმელებიოპოზიციურიდააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მყოფებს აივნიდან გადმოაშარდა
  5. TV პირველიოპოზიციურივინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და რას ამბობენ ადგილობრივები
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსეთის მოქალაქეს, ვინც თბილისში ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები