პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის მოქალაქეს, ვინც თბილისში ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტვ პირველი

თბილისში, ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქემ კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და 3 წლით საქართველოდან გაძევება შეეფარდა.

რუსეთის მოქალაქეს, ვინც თბილისში ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ტაბულა

რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც თბილისში, ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, იზოლატორის დატოვების შემდეგ კი - 3 წლით საქართველოდან გააძევებენ. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

პოპოვმა ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსი მონოლითის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა.

TV პირველმა თვითმხილველებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "გადმოშარდვის შემდეგ კაცმა თქვა, რომ "სააბაზანო ოთახი დაკავებული იყო და სხვა გზა არ ჰქონდა". პარალელურად კი, ფაქტის შემსწრე მოქალაქეების ცნობით, ის აივნიდან იძახდა - "დიდება რუსეთს".

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურირუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღიან პატიმრობაში გაუშვეს - მას ქვეყნიდანაც გააძევებენ
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადმინისტრაციული წესით დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები