პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა სასჯელი ემუქრება რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თბილისში “აივნიდან მოშარდა”

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც სავარაუდოდ აივნიდან მოშარდა. შსს-ს ცნობით, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე და 166-ე პრიმა მუხლებით ედავებიან, რაც საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. სასჯელის სახით შესაძლოა გამოყენებული იყოს 3000 ლარამდე ჯარიმა, 20 დღემდე პატიმრობა ან ქვეყნიდან გაძევება.

რა სასჯელი ემუქრება რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თბილისში “აივნიდან მოშარდა”
ნეტგაზეთი

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში სავარაუდოდ აივნიდან მოშარდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის საფუძველზეა დაკავებული.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მას ედავებიან 171-ე და 166-ე პრიმა მუხლების დარღვევას. პირველი საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს, ხოლო მეორე – წვრილმან ხულიგნობას.

მაქსიმალური სასჯელი შეიძლება იყოს: 3000 ლარამდე ჯარიმა ან 20 დღემდე პატიმრობა, ასვე ქვეყნიდან გაძევებაც.

ამ ამბის შესახებ ინფორმაცია მოქალაქე თეონა გოლოძემ გაავრცელა სოციალური ქსელების მეშვეობით. გოლოძის ცნობით, როდესაც ფაქტი მოხდა ისინი ამ აივნის ქვემოთ განთავსებულ კაფეში ისხდნენ და პირს პასუხი მოსთხოვეს, რატომ მოიქცა ასე, მან კი უპასუხა: “სლავა რასიი” (დიდება რუსეთს). გოლოძის თქმით, მათ პატრული გამოიძახეს, რუსეთის მოქალაქემ კი ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ აბაზანა დაკავებული იყო და აივნით ამიტომ “ისარგებლა”.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 5
  1. TV პირველიოპოზიციურითბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
  2. ტაბულაოპოზიციურიადმინისტრაციული წესით დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
  3. ალიაოპოზიციურითბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა
  4. ბათუმელებიოპოზიციურიდააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც კაფეში მყოფებს აივნიდან გადმოაშარდა
  5. TV პირველიოპოზიციურივინ არის რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ხალხს აივნიდან გადმოაშარდა და რას ამბობენ ადგილობრივები
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან მოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მას ქვეყნიდან გაძევება და...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები