ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,, სისხლი გამეყინა, დედას წამებით მიკლავენ” – თამაზ ელიზბარაშვილის წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფმა თამაზ ელიზბარაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ „ტვ იმედის“ თანამშრომლების ცრუ საჩივრის საფუძველზეა დაკავებული. მისი თქმით, უკვე 30 დღეა შიმშილობს და გამომძიებელი დედასთან სატელეფონო საუბრის უფლებას არ აძლევს.

,, სისხლი გამეყინა, დედას წამებით მიკლავენ” – თამაზ ელიზბარაშვილის წერილი ციხიდან
,, სისხლი გამეყინა, დედას წამებით მიკლავენ” – თამაზ ელიზბარაშვილის წერილი ციხიდანალია

თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

„30-ე დღეა გლდანის ციხის უდანაშაულო პატიმარი ვარ TV-იმედის შვიდი მამაკაცი თანამშრომლის ცრუ საჩივრის საფუძვლით, თითქოს მე, ერთმა კაცმა, თამაზ ელიზბარაშვილმა, 30 აგვისტოს საღამოს რესტორან ,,სხვაში’’ დავემუქრე და შევაშინე შვიდივე მამაკაცი. 30 დღეა გამომძიებელმა, ლევან ჩხიკვაძემ ამიკრძალა 84 წლის ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი, რაც ენით აღუწერელი ბოროტებაა. ამ აკრძალვის გაუქმების მიზნით ჩემმა ადვოკატმა შეიტანა საჩივარი, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გაგვხადა გამომძიებელმა და ზედამხედველმა პროკურორმა. 28 სექტემბერს დავიწყე შიმშილი. ჩემი მოთხოვნაა: მომეცით უფლება დავრეკო ჩემს ავადმყოფ, ლოგინად ჩავარდნილ, 84 წლის დედასთან.

გუშინ ადვოკატმა მითხრა, დედაჩემს თურმე წერილი მიუწერია გამომძიებლისათვის, ჩემი შვილის ხმა გამაგონეთ, ისე არ მომკლათო. სისხლი გამეყინა, დედას წამებით მიკლავენ, ეს ,,დოქსოპოლოები’’.

სამარტოო საკანში არც ტელევიზორი მაქვს, არც რადიო. მხოლოდ ადვოკატის საშუალებით ვეკონტაქტები გარე სამყაროს. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამდეს ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი არის მგონი ყველაზე მსუბუქი მუხლი და ვერანაირ ახსნას ვერ ვპოულობ, გარდა პოლიტიკურისა, ასე რატომ მაწამებს ხელისუფლება და მთავრობა?! დიახ ვერ აიტანა მთავრობამ ჩემი სამართლიანი საჯარო კრიტიკა და შეკერილი ცრუ ბრალდებით დამაპატიმრა, ამიწიოკა ოჯახი, შემიშინა არასრულწლოვანი შვილები და წამებით მიკლავს ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედას”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.