ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამაზ ელიზბარაშვილის 5 გზავნილი ციხიდან

დაკავებული ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას აგრძელებს და თავის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის მეშვეობით საზოგადოებას 5 გზავნილს უგზავნის. იგი უარს ამბობს ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით გათავისუფლებაზე და დაზარალებულებთან მოლაპარაკებაზე, აცხადებს რომ პროვოკაცია მოუწყვეს, აგრძელებს შიმშილობას სახელმწიფო ინსტიტუციებში რუსული გავლენის მხილების მიზნით და თვლის, რომ მისი პატიმრობის საფუძველი არ არსებობს.

თამაზ ელიზბარაშვილის 5 გზავნილი ციხიდან
თამაზ ელიზბარაშვილის 5 გზავნილი ციხიდანალია

დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას აგრძელებს და მისი ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მის გზავნილებს:

ცოტა ხნის წინ დავტოვე გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება, სადაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი;

პირველ რიგში მსურს საზოგადოებას ვამცნო, რომ პატიმრობაში მყოფი თამაზ ელიზბარაშვილი თავს გრძნობს მხნედ, არის საბრძოლო განწყობაზე და მთხოვა საზოგადოებისთვის გადმომეცა გულწრფელი მადლობა იმ სოლიდარობისთვის, რომელიც მისი დაკავების მომენტიდან დღემდე გრძელდება; ბატონმა თამაზმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა თავისუფალი მასმედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებთ მასთან დაკავშირებული პროცესის ობიექტურად გაშუქებისთვის;

თამაზ ელიზბარაშვილმა მთხოვა კონკრეტული გზავნილები გამეცნო ფართო საზოგადოებისთვის:

კატეგორიულად და პრინციპულად აცხადებს უარს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით გათავისუფლებაზე (არ ითხოვს მოწყალებას);

უარს აცხადებს, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებაზე ,,დაზარალებულებთან’’ და თვლის, რომ მათ აქამდე ჰქონდათ შანსი გამოესწორებინათ საკუთარი გაუმართლებელი საქციელი, თუმცა ეს არ გააკეთეს;

თვლის, რომ მას პროვოკაცია მოუწყო დასაქნცირებულმა ტელეკომპანია ,,იმედმა’’ და რუსულმა აგენტურამ საქართველოში;

აგრძელებს შიმშილობას, რათა ამ გზით ამხილოს რუსული გავლენა (აგენტურა) სახელმწიფო ინსტიტუციებში;

თვლის, რომ არ არსებობს მისი პატიმრობაში ყოფნის მინიმალური საფუძველიც კი,” – წერს უფლებადამცველი.

ცნობისთვის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეუფარდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები