ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ელიზბარაშვილი: მომეცით უფლება დავრეკო ლოგინად ჩავარდნილ დედასთან

ტელეიმედიქართული ოცნება

პატიმრობაში მყოფმა ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ გამომძიებელმა მას ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფ დედასთან სატელეფონო ზარის უფლება აუკრძალა, რის გამოც მან 28 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო. ელიზბარაშვილი ბრალს პოლიტიკურად მოტივირებულად და შეკერილად მიიჩნევს.

ელიზბარაშვილი: მომეცით უფლება დავრეკო ლოგინად ჩავარდნილ დედასთან
ელიზბარაშვილი: მომეცით უფლება დავრეკო ლოგინად ჩავარდნილ დედასთანნეტგაზეთი

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი წერილს ავრცელებს და ითხოვს მიეცეს 84 წლის დედასთან დარეკვის საშუალება.

მისი განცხადებით, სატელეფონო ზარის განხორციელების აკრძალვის გასაუქმებლად ადვოკატმა საჩივარიც შეიტანა:

„30 დღეა გამომძიებელმა ლევან ჩხიკვაძემ ამიკრძალა 84 წლის ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი, რაც ენით აუწერელი ბოროტებაა. ამ აკრძალვის გაუქმების მიზნით ჩემმა ადვოკატმა შეიტანა საჩივარი, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გაგვხადა გამომძიებელმა და ზედამხედველმა პროკურორმა. 28 სექტემბერს დავიწყე შიმშილი.

ჩემი მოთხოვნაა:

მომეცით უფლება დავრეკო ჩემს ავადმყოფ, ლოგინად ჩავარდნილ, 84 წლის დედასთან.

გუშინ ადვოკატმა მითხრა, დედაჩემს თურმე წერილი მიუწერია გამომძიებლისათვის, ჩემი შვილის ხმა გამაგონეთ, ისე არ მომკლათო. სისხლი გამეყინა, დედას წამებით მიკლავენ, ეს ,,დოქსოპოლოები“.

სამარტოვე საკანში არც ტელევიზორი მაქვს, არც რადიო. მხოლოდ ადვოკატის საშუალებით ვეკონტაქტები გარე სამყაროს. 151_ე მუხლის პირველი ნაწილით დამდეს ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი არის მგონი ყველაზე მსუბუქი მუხლი და ვერანაირ ახსნას ვერ ვპოულობ, გარდა პოლიტიკურისა, ასე რატო მაწამებს ხელისუფლება და მთავრობა?! დიახ, ვერ აიტანა მთავრობამ ჩემი სამართლიანი საჯარო კრიტიკა და შეკერილი, ცრუ ბრალდებით დამაპატიმრა, ამიწიოკა ოჯახი, შემიშინა არასრულწლოვანი შვილები და წამებით მიკლავს ლოგონად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედას“, – წერს ელიზბარაშვილი.

4 სექტემბერს თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, კერძოდ კი ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. თავად ელიზბარაშვილი ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმება და თავს სრულიად უდანაშაულოდ მიიჩნევს.

საქმეზე დაზარალებულად რამდენიმე კაცია ცნობილი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი, ასევე, „იმედის“ თანამშრომლები – ჯაბა ხუბუა, ნიკა კლდიაშვილი. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, დაზარალებულადაა ცნობილი სანდრო გამსახურდიაც, ისიც „იმედში“ მუშაობს.

8 სექტემბერს ელიზბარაშვილმა განაცხადა, რომ ციხეში შიმშილობას იწყებს. მან ისაუბრა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზეც.

იხილეთ ასევე:

„ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მომივიდა“ – რას ამბობს შაკო კუჭაშვილი;

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.