ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი N190 საჯარო სკოლას ეწვია, მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და განათლების სისტემის მხარდაჭერის პრიორიტეტზე ისაუბრა.

თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცარუსთავი 2

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დედაქალაქის N190 საჯარო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, განათლების სისტემის მხარდაჭერა და მოსწავლეებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ხელისუფლების უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე განცხადებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ზრუნვა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და თანამედროვე, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისთვის.

„ახალი სასწავლო წელი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. წელს საკუთარი შვილი მეც გავაცილე სკოლაში და მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს კვლავ თქვენთან ერთად ვხვდები. სკოლა, სასკოლო განათლება არის ცოდნის, განვითარებისა და მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ყველას გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს ამ ძალიან კარგ სკოლაში, სადაც თითოეული თანამშრომელი მოსწავლეებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის. ყველა მოსწავლეს კი ბედნიერ, ლაღ ბავშვობას და წარმატებულ წელს ვუსურვებ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ახალი სასწავლო წელი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ ემოციებთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. წელს საკუთარი შვილი მეც გავაცილე სკოლაში და მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს კვლავ თქვენთან ერთად ვხვდები. სკოლა, სასკოლო განათლება არის ცოდნის, განვითარებისა და მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ყველას გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს ამ ძალიან კარგ სკოლაში, სადაც თითოეული თანამშრომელი მოსწავლეებისთვის საუკეთესო გარემოს ქმნის. ყველა მოსწავლეს კი ბედნიერ, ლაღ ბავშვობას და წარმატებულ წელს ვუსურვებ“
თინათინ ნიბლოშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.