თინათინ ნიბლოშვილმა 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ყურადღება ქალთა გაძლიერებაზე, პროფესიულ განათლებასა და ჯანდაცვის პროგრამებზე გაამახვილა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბავშვთა და ქალთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა 2025–2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
საანგარიშო პერიოდში მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა მუნიციპალური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.
ანგარიშის წარდგენისას თინათინ ნიბლოშვილმა მიმოიხილა საერთაშორისო და დიასპორული ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა. მან ყურადღება გაამახვილა 2025 წელს თბილისის საკრებულოს დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ სამუშაო ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც, ორჰანგაზის კავკასიურ-ქართული ასოციაციის ცენტრის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
საგანმანათლებლო და აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებით აღინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ-ს ქალთა საზოგადოებასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტები, მათ შორის, ღონისძიება „ქალები მეცნიერებაში – თსუ-ს მემკვიდრეობა“.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ისაუბრა დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე. ამ კონტექსტში მან მიმოიხილა საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს აქტიური ჩართულობით გამართული შეხვედრები და ერთობლივი ღონისძიებები.
საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას დასაქმების ხელშეწყობა და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ამ მიზნით სამუშაო შეხვედრები გაიმართა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ განმახორციელებელი პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან.
თინათინ ნიბლოშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქალთა გაძლიერებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებს. მან ისაუბრა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ძალადობის პრევენციისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებზე.
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს, მათ შორის, მუნიციპალური სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაციასა და დაავადებათა ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისკენ მიმართულ კამპანიებს.
თინათინ ნიბლოშვილმა ასევე მიმოიხილა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიებში გაწეული საქმიანობა.
ღონისძიების დასასრულს, წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, თინათინ ნიბლოშვილმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…