მაკა ბოჭორიშვილი – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, გლობალურ გამოწვევებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობასა და ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, საერთო გამოწვევებსა და თანამშრომლობის საკითხებს.
„პირველ რიგში, ვიმყოფებით კანადაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან. ხშირად არ არის ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა, შესაბამისად, კარგი შესაძლებლობა იყო. მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, საერთო გამოწვევებზე, საერთო ხედვებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ.
ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, მათ შორის ეუთო-ს წევრი. საქართველოს წარდგენილი აქვს საკუთარი კანდიდატურა 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კანადის მხარდაჭერა. ზოგადად, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება და ყველა მონაწილე ქვეყნის მხრიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან დაკავშირებით საერთო ხედვებსა და საერთო ინტერესებზე.
„საქართველოსთვის ევროკავშირი იცით, რა პარტნიორიც არის. მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ ვართ ასოცირებული ქვეყანა ევროკავშირთან. რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღების საგანია კანადის და ევროკავშირის ურთიერთობებიც, როგორ განვითარდება ეს პარტნიორობა. საუბარი გვქონდა ამ საკითხებზეც, საერთო ხედვებსა და საერთო ინტერესებზე“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკანადაში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს ანიტა ანანდს
მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…