მაკა ბოჭორიშვილი – ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის გაკეთებული აქვს განაცხადი და ქვეყანა კონსტრუქციულად იმუშავებს საერთაშორისო კონსენსუსის მისაღწევად.

საქართველოს აქვს გაკეთებული განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება იყოს ამბიციური განაცხადი საქართველოს მხრიდან, მეორე მხრივ, საქართველო, ათწლეულებია, ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, თუმცა არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, ამ რანგში წვლილი შეეტანა ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მუშაობაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს თავმჯდომარესთან, იგნაციო კასისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილს დაუსვეს კითხვა: რატომ არის საქართველოსთვის ეუთო-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი და რა მოლოდინები არსებობს?
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რის წინაშე დგას ქვეყანა, ასევე ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობებიც აქვს ქვეყანას რეგიონში.
„სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ჩვენი მხრიდან განაცხადის გაკეთება და გვინდა, წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის განვითარებასა და მუშაობაში, რომელიც დაფუძნებულია დიალოგზე და კონსენსუსზე. რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს ამ მოცემულობაში, როდესაც უფრო მეტ დაყოფას ვხედავთ დღეს ჩვენ მსოფლიოში, ვიდრე გაერთიანებას. ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ სწორედ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ თავმჯდომარეობასთან ერთად, ეს არის მათი საქმიანობის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ პროცესში საქართველო კონსტრუქციულად იქნება ჩართული, რომ ორგანიზაციის შემდგომი მუშაობის გაძლიერებაში შეიტანოს წვლილი, როგორც მონაწილე ქვეყანამ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა - ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს - ეს შეიძლება ამბიციური განაცხადია, თუმცა საქართველო ათწლეულებია ეუთო-ს მონაწილეა და შესაძლებლობა არასდროს ჰქონია მის მუშაობაში წვლილი შეეტანა
მაკა ბოჭორიშვილი: “საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს”
საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს - „გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს უნდა მოიძებნოს“, ამბობს იგნასიო...
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…