კანადაში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა
კანადაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან და კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმედ ჰუსენთან.

კანადაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან შეხვედრა გამართა.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე.
„საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, პოლიტიკური დიალოგისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
ტორონტოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე, შეხვედრა გამართა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენთან.
„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- POSTVსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს ანიტა ანანდს
- რუსთავი 2მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- რუსთავი 2საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
- ინტერპრესნიუსიმაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა
- POSTVსაგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების
- პირველი არხიმაკა ბოჭორიშვილი – კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, როგორ ვხედავთ გლობალურ ვითარებას და სად შეიძლება, ვითანამშრომლოთ
ციტატები სტატიიდან
„საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, პოლიტიკური დიალოგისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე“
„ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…