პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს - ეს შეიძლება ამბიციური განაცხადია, თუმცა საქართველო ათწლეულებია ეუთო-ს მონაწილეა და შესაძლებლობა არასდროს ჰქონია მის მუშაობაში წვლილი შეეტანა

ეუთო

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, რომ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბიციური განაცხადია, ქვეყანა ამ პოზიციისთვის რელევანტურია.

მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს - ეს შეიძლება ამბიციური განაცხადია, თუმცა საქართველო ათწლეულებია ეუთო-ს მონაწილეა და შესაძლებლობა არასდროს ჰქონია მის მუშაობაში წვლილი შეეტანა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. ეს ერთი მხრივ, შეიძლება ამბიციური განაცხადია საქართველოს მხრიდან, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო, უკვე ათწლეულებია ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგნაციო კასისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რელევანტურია ამ პოზიციისთვის ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგას და იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში აქვს საქართველოს.

„საქართველოს განაცხადი აქვს გაკეთებული, რომ 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. ეს ერთი მხრივ, შეიძლება ამბიციური განაცხადია საქართველოს მხრიდან, თუმცა მეორე მხრივ, საქართველო, უკვე ათწლეულებია ეუთოს მონაწილე ქვეყანაა, თუმცა შესაძლებლობა არასდროს ჰქონია ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის მუშაობაში, ამ რანგში წვლილი შეეტანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რა გამოწვევებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობებიც ჩვენს ქვეყანას რეგიონში აქვს. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს იყო რამაც განაპირობა ჩვენი მხრიდან განაცხადის გაკეთება, რათა 2027 წელს თავმჯდომარე გავხდეთ და შევიტანოთ ამ ორგანიზაციის განვითარებასა და მუშაობაში წვლილი. რომელიც დაფუძნებულია დიალოგსა და კონსენსუსზე, რაც არ არის მარტივი, მით უმეტეს ამ მოცემულობაში, როდესაც უფრო მეტ დაყოფას ვხედავთ მსოფლიოში, ვიდრე გაერთიანებას, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, რომ ვიმუშაოთ ყველასთან და ვეძიოთ ის შესაძლებლობები, რომ გარკვეული თანხმობა, კონსენსუსი შედგეს ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეობაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ თავმჯდომარეობასთან ერთად, ეს დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია, თავმჯდომარეობის საქმიანობისა. საქართველო კონსტრუქციულად იქნება ამ პროცესში ჩართული, რომ ორგანიზაციის შემდგომი მუშაობის გაძლიერებაში შეიტანოს თავისი წვლილი, როგორც მონაწილე ქვეყანა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა - ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს
  2. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი – ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში
  3. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: “საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა. ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს”
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს - „გადაწყვეტილება ნოემბრის ბოლოს უნდა მოიძებნოს“, ამბობს იგნასიო...
  5. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
EU-ს ქვეყნების ნაწილი ეუთოში საქართველოს კანდიდატურას მხარს უჭერს - ბოჭორიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები