ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტის ფარგლებში კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საპარლამენტო თანამშრომლობა, ასევე რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები.

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდარუსთავი 2

კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, აჰმედ ჰუსენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების პროცესში საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლს.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის შესრულების თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები