ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კანადაში ვიზიტის ფარგლებში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს ანიტა ანანდს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდაინტერპრესნიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, კანადაში ვიზიტის ფარგლებში, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კანადის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, შუა დერეფანში საქართველოს როლისა და კანადის სავაჭრო დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებს, მათ შორის, შუა დერეფანში საქართველოს როლისა და კანადის სავაჭრო დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის,“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის თემაზე გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები