პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ზურაბიშვილი: მე ვარ იდეალური ყველასთვის. სხვა არჩეული არავინაა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს სხვა არჩეული არავინაა და იგი ყველასთვის იდეალურია, რადგან დიდი ამბიცია არ აქვს გარდა „ქართული ქარტიისა“, რომლის მიხედვითაც ერთ წელიწადში ნამდვილი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ზურაბიშვილი: მე ვარ იდეალური ყველასთვის. სხვა არჩეული არავინაა
იმედინიუსი

ვთქვათ, ხვალ ივანიშვილი წავიდა ჩინეთში, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს. თან მე ვარ იდეალური ყველასთვის, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ წელიწადში მიღებული უნდა იყოს ყველა ის ზომა, რომელიც საჭიროა ნამდვილი არჩევნების ჩასატარებლად.

“მე არა მხოლოდ მზად ვარ, სხვა არავინ არ არის. ვთქვათ, ხვალ გაქრა, ივანიშვილი წავიდა ჩინეთში თავის შვილთან ერთად. სხვა არჩეული, ლეგიტიმურზე არ დავიწყოთ, ლეგიტიმური, არალეგიტიმური, რამდენად ლეგიტიმური თუ მეხუთე პრეზიდენტი, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს. თან მე ვარ იდეალური ყველასთვის იმიტომ, რომ 75 წლის გავხდები მალე, დიდი დრო არ გამაჩნია და არც დიდი ამბიცია. მე მაქვს ერთი ამბიცია - ქართული ქარტია. ქარტია არის ერთწლიანი, მერე მეუბნებოდნენ, რომ არა, რატომ ერთი წელი, იყოს ცოტა მეტი. ერთ წელიწადში უნდა შედგეს და მიღებული იყოს ყველა ის ზომა, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ ჩავატაროთ ნამდვილი არჩევნები,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“პატრიარქსაც ექნება აუცილებლობა, რომ თავისი სიტყვა თქვას” – ზურაბიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები