ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა" დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. ამჯერად შეხვედრა რუმინეთის საელჩოში გაიმართა, სადაც პლატფორმის გეგმები, მიზნები და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხეები განიხილეს.

„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა" დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს მართავს
„მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა" დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს მართავსინტერპრესნიუსი

„საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის" დამფუძნებლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ. ამჯერად შეხვედრა გაიმართა საქართველოში რუმინეთის საელჩოში. ამის შესახებ ინფორმაციას „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ანტიანექსიური პლატფორმის გეგმები და მიზნები განიხილეს.

„ანტიანექსიური პლატფორმის დამფუძნებლები ნოდარ ხარშილაძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ვლადიმერ ჩაჩიაბაია და აკია ბარბაქაძე საქართველოში რუმინეთის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ანტიანექსიური პლატფორმის გეგმები და მიზნები, ასევე ის საფრთხეები, რასაც ახორციელებს რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით.

„ანტიანექსიური პლატფორმის" დამფუძნებლებმა მადლობა გადაუხადეს რუმინელ ხალხს და რუმინეთის ელჩს საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის და პარტნიორობისთვის, შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.