პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი – ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღსრულოს, მისი წიაღსვლები არარელევანტურია

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ირანის ელჩის, ალი მოჯანის მიერ ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი შეაფასა და არარელევანტური უწოდა.

ირაკლი ქადაგიშვილი – ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღსრულოს, მისი წიაღსვლები არარელევანტურია
პირველი არხი

ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქცია აღასრულოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩმა ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, არარელევანტურია.

„ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ობიექტურად ვუდგებით და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი იქნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია მ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია. ეს არ შედის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში, მით უმეტეს, არც ელჩისა და საელჩოს საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის ფეისბუქპოსტზე, სადაც ელჩი წერს: „მალე მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე. შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი – ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს, ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია არარელევანტურია
  2. ტაბულაოპოზიციურიქადაგიშვილი: კეთილი უნდა ინებოს ირანის ელჩმა და კომპეტენციის ფარგლებში აღასრულოს ფუნქცია
  3. რუსთავი 2სამთავრობოის წიაღსვლები, რაც ირანის ელჩს გააჩნია, არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში - ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: "ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები