პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზაალ ანჯაფარიძე: ალან ბერსემ თავისი პირით აღიარა, რომ ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ, როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმაურება ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას. ანჯაფარიძის თქმით, ეს განცხადება მიუთითებს, რომ ევროსაბჭო რეფორმას საჭიროებს, რათა თავიდან აიცილოს ფსევდო-ენჯეოების ზეგავლენით საქართველოს შესახებ რეალობას აცდენილი რეზოლუციების მიღება.

ზაალ ანჯაფარიძე: ალან ბერსემ თავისი პირით აღიარა, რომ ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ, როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე
რუსთავი 2

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმაურება.

ანალიტიკოსის თქმით, სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე ბერსემ აღნიშნა, რომ შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა, "სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით".

მისივე შეფასებით, ბერსეს განცხადება ცალსახად მიუთითებს, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმირებას, მათ შორის იმისთვის, რომ ორგანიზაციამ, „დაინტერესებული ჯგუფებისა და მსგავსი ფსევდოენჯეოების ზეგავლენით“ საქართველოზე რეალობას აცდენილი გადაწყვეტილებები არ მიიღოს.

"უცხოური გავლენის აგენტებად მყარად ლუსტრირებული აქაური სამოქალაქო სექტორის რადიკალური ფრთა სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის დასმენისთვის მორიგ ტურში გაემგზავრა.

და იცით იქ რა მოხდა? ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ უთხრა, უთქვენოდაც კარგად ვიცით რაც ხდება რეალურად საქართველოში და შემდეგ, როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, "....შეხვედრაზე გამოიკვეთა სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით."

ანუ, ცალსახად, თავის პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმასო. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო ენჯეოების ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე." - წერს ანჯაფარიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოზაალ ანჯაფარიძე: “ალან ბერსემ თავისი პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტარებს: ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მსგავსი რეზოლუციებით და გამოხდომებით ევროპისგან უფრო აშორებთ საქართველოს ვიდრე აახლოებთ - ყოველი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს და მისი არჩეული ხელისუფლების დასჯისკენ მოუწოდებს, პირდაპირპროპორციულად ამრავლებს საქართველოში ევროსკეპტიკოსთა რაოდენობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები