ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ნინო დოლიძე - სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შევხვდით და როგორც ეს, ისე სხვა შეხვედრები ადასტურებს, რომ აქ კარგად იციან, რომ არ გვაქვს პროგრესი - ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებას

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ნინო დოლიძე, სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. დოლიძის თქმით, პარტნიორებმა იციან ქვეყანაში პროგრესის არარსებობის შესახებ და ცვლილებებს ელიან, ხოლო ბერსემ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ შეხვედრა ღირებული იყო.

ნინო დოლიძე - სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შევხვდით და როგორც ეს, ისე სხვა შეხვედრები ადასტურებს, რომ აქ კარგად იციან, რომ არ გვაქვს პროგრესი - ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებას
ნინო დოლიძე - სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შევხვდით და როგორც ეს, ისე სხვა შეხვედრები ადასტურებს, რომ აქ კარგად იციან, რომ არ გვაქვს პროგრესი - ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებასინტერპრესნიუსი

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრები სტრასბურგში ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ხვდებიან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა და საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა ნინო დოლიძემ განაცხადა, მათ შეხვედრა გამართეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან, რამაც გამოკვეთა, რომ ევროსაბჭოში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კარგად იციან.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვას. ვიმყოფებით სტრასბურგში და გვაქვს შეხვედრები ევროსაბჭოს სხვადასხვა წარმომადგენელთან. გვქონდა შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან და როგორც მასთან შეხვედრა, ასევე სხვა შეხვედრები ადასტურებს, რომ, რა თქმა უნდა, აქ ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული მდგომარეობა. ასევე კარგად იციან, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პროგრესი მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და არსებობს არაერთი მოთხოვნა თუ პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შესაბამისად, ერთი მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ადვოკატირებას, თუმცა ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებას. ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და იქნებიან ბოლომდე იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოში დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც, სადაც აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან ღირებული იყო და გამოკვეთა საკითხები, სადაც ევროსაბჭოს თავისი გავლენის გაძლიერება შეუძლია.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში, განვიხილეთ მათთან ერთად ყოველდღიური გამოცდილება ისეთ პირობებში, რომლებიც კვლავაც გამოწვევად რჩება. ევროსაბჭო აგრძელებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მეშვეობით. ღირებული შეხვედრა, რომელმაც ასევე გამოკვეთა, სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“.- ნათქვამია ალან ბერსეს განცხადებაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვას. ვიმყოფებით სტრასბურგში და გვაქვს შეხვედრები ევროსაბჭოს სხვადასხვა წარმომადგენელთან. გვქონდა შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან და როგორც მასთან შეხვედრა, ასევე სხვა შეხვედრები ადასტურებს, რომ, რა თქმა უნდა, აქ ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული მდგომარეობა. ასევე კარგად იციან, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პროგრესი მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეზოლუცია იქნა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და არსებობს არაერთი მოთხოვნა თუ პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შესაბამისად, ერთი მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ადვოკატირებას, თუმცა ნათელია, რომ ჩვენი პარტნიორები საქართველოსგან ელიან ცვლილებას. ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით და იქნებიან ბოლომდე იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოში დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“
ნინო დოლიძე
„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის ფარგლებში, განვიხილეთ მათთან ერთად ყოველდღიური გამოცდილება ისეთ პირობებში, რომლებიც კვლავაც გამოწვევად რჩება. ევროსაბჭო აგრძელებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მეშვეობით. ღირებული შეხვედრა, რომელმაც ასევე გამოკვეთა, სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა მათ შორის ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.